ანონსი 13 დეკემბერი

ანონსი  13 დეკემბერი

13 დეკემბერს, 09:30 საათზე, „აქსის თაუერსში“ განთავსებულ სასტუმრო „პულმანში“ პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც 2023 წლის ახალი მიმართულებები დაანონსდება. პრესკონფერენციას გამართავენ: მარიამ ქვრივიშვილი, თამარ არჩუაძე და ავიაკომპანიის წარმომადგენლები.

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) და „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო“ (WECF) რეგიონულ კონფერენციას: „გენდერული დეზინფორმაცია და ეთიკური მედიაგაშუქება“ გამართავენ.

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ" კერძო სექტორთან მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

13 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

13 დეკემბერს 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მეტროსადგურ „გოცირიძის“ დაუსრულებელი რეაბილიტაცია და მისი უსაფრთხოება.

მის: მეტროსადგური „გოცირიძე“, ზესტაფონის ქუჩა.

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118

13 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდება.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 211 300

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტში გამართული პრესკონფერენცია“.

მის: მცხეთის ქ.49

13 დეკემბერს, 11:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

13 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიურლი შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N 307

13 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

დავით აღმაშენებლის დარბაზი

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მედიკამენტების ჭარბად მოხმარების საკითხი: რატომ არის საქართველოში მედიკამენტების მაღალი მოხმარება. რა პრობლემები შეიძლება, გამოიწვიოს წამლების ჭარბად, არამიზნობრივად მიღებამ?

ეპიდვითარება ქვეყანაში - ვირუსების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

13 დეკემბერს, 13:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საერთაშორისო კონფერენციას „კარგი მმართველობის ფორუმი 2022“ გამართავს.

ფორუმის თემაა დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა/დაჩქარება: კარგი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1 (სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“)

საკონტაქტო პირი: მაგდა გუგავა 599420206

13 დეკემბერს, 13:45 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ (Geocase) გუნდი, პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდებიან.

მის: ახალციხე, რუსთაველის ქ.113, (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, მეორე სართული)

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599 88 15 05

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავენ და მიმართავენ პროკურატურას, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ უფროსი მედდის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაიწყოს.

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი.

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)