რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მორიგმა ნაკადმა დაასრულა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-11 ნაკადმა დაასრულა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, პირად შემადგენლობას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სერტიფიკატები გადასცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„18-კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა გაიარეს თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები, რაც მოიცავდა: სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებებს. ასევე, კურსანტებმა შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა.

დღეიდან კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში სამსახურს გააგრძელებენ. სამხედრო მოსამსახურეებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეუძლიათ სწავლა განაგრძონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც ჩაირიცხებიან სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონში“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო