ანალენა ბერბოკი - გერმანია ზამთარში უკრაინის დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს - უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს

გერმანია, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინისთვის ზამთარში დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, ბერლინი მუშაობს, რომ უკრაინას შობის დღეებში გენერატორები, პლედები და გათბობისთვის საწვავი მიაწოდონ.

„უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს“, - განუცხადა ანალება ბერბოკმა ჟურნალისტებს, პარიზში, სადაც უკრაინის დახმარების საკითხზე კონფერენცია გაიმართა.

ცნობისათვის, პარიზში გამართული კონფერენციის მიზანია შექმნას საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმი, რათა უზრუნველყოს საჭირო 800 მილიონი ევროს მობილიზება უკრაინაში გენერატორების, ტრანსფორმატორების, მაღალი ძაბვის ქსელების აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობისა და გაზის ტურბინებისთვის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს