ანონსი  14 დეკემბერი

14 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „პულმან თბილისში“ ევროპის საბჭო ახალ პროექტს „დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ წარადგენს.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ: ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნინო ქადაგიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ლილია გრეტარშდოტირი, ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ.

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „დაძაბული ურთიერთობა აზერბაიჯანსა და ირანს შორის.

უკრაინაში მიმდინარე ომი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 დეკემბერს, 10:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის და „რეფორმების ბანაკის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

14 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერითა და The Critical Mass-თან პარტნიორობით, 2022 წლის „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის“ კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.

ღონისძიებას გახსნიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ვინიკოვი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - თამარ კინწურაშვილი და The Critical Mass-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორი - თინა ჯაფარიძე.

საკონტაქტო: მარიამ ახალკაცი - 598 10 15 08

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

14 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

14 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 დეკემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო Pulman Axis Towers Tbilisi-ში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნების ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკა, ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოში იტალიის ელჩის პირველი მოადგილე ნიკოლა იორიო და სხვა საპატიო სტუმრები.

მის: ჭავჭავაძის გამზ.37მ

14 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისში“ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) 2022 წლის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან: მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე,

ევროკავშირის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების მოქმედი ხელმძღვანელი კატალინ გერმანი.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 3

საკონტაქტო: 571 71 17 12

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

14 დეკემბერს, 19:30 საათზე, შოთა ნიშნიანიძის ქუჩის სკვერთან მშენებლობის წინააღმდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ეკოლოგის ლაშა ჩხარტიშვილის მახარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს.

მის: შ. ნიშნიანიძის 19

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923; ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80, 593 941 942

14 დეკემბერს, 21:00 საათზე ზურა ჯაფარიძე (გირჩი-მეტი თავისუფლება), ელენე ხოშტარია ("დროა") და გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი") საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მისამართი: მცხეთის ქუჩის 49

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა