სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლაჩინის დერეფანში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანის მხრიდან პროვოკაციას და ის უხეშად არღვევს მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას.
„2022 წლის 12 დეკემბრის დილას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯგუფმა, რომელიც საკუთარი თავი წარმოაჩინა გარემოს დაცვის აქტივისტებად, შუშის მახლობლად კარვები გაშალა, რითაც დაიბლოკა ნორმალური და შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფანში, რომელიც შეიქმნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის შესაბამისად, მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირის უზრუნველყოფის მიზნით.
ლაჩინის დერეფნის დახურვის პროპაგანდისტული სამზადისი დაიწყო ჯერ თვეების წინ და აშკარაა, რომ ეს პროვოკაცია აზერბაიჯანის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, რომლის მიზანია მთიანი ყარაბაღის მოკვეთა სომხეთის რესპუბლიკიდან და შესაბამისად გარე სამყაროდან.
ამ ქმედების შედეგად მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ჩამოერთვა თავისუფალი გადაადგილების უფლება, მთიანი ყარაბაღი სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისის გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას.
შექმნილი ვითარება პირდაპირ ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის მე-6 პუნქტს, რომლის მიხედვითაც:
ა) ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება;
ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოებას ლაჩინის დერეფნის გავლით.
ამრიგად, აზერბაიჯანი უხეშად არღვევს მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას. აზერბაიჯანის ამ ქცევამ თვალსაჩინოდ ხდის არა მხოლოდ იმას, რომ მას არა აქვს განზრახვა შეეხოს მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებებისა და უსაფრთხოების პრობლემას და ამ მიზნით სტეფანაკერტთან დიალოგის გამართვას, არამედ კიდევ ერთხელ მოწმობს ოფიციალური ბაქოს მხრიდან მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას.
ლაჩინის დერეფნის ბლოკირება არის მრავალი საგანგაშო ზარების პრაქტიკული გამოხატულება, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ გენოციდის პოლიტიკა იშვილა. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან მთიანი ყარაბაღის შემხებ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პერიოდული დარღვევა და პროვოკაციები უფრო საგნობრივს ხდის მთიან ყარაბაღში მცხოვერბი სომხების ონტოლოგიურ საფრთხეს.
ხაზს ვუსვამთ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციით ნაკისრი ვალდებულებების განუხრელად შესრულებას, ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარისგან თავის შეკავებას, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრ დაცვას, ლაჩინის დერეფანში რუსი სამშვიდობოების მეთვალყურეობის ქვეშ შეუფერხებელი მოძრაობის უზრუველყოფა საკვანძო როლს ასრულებს მთიანი ყარაბაღის პრობლემის პოლიტიკურ გადაწყვეტაში, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში, ასევე ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის კუთხით.
გვსურს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წევრი ქვეყნების ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ აზერბაიჯანის ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების ან ხელახლა ამოქმედების აუცილებლობას და ამ მიზნით უახლოეს მომავალში დავიწყებთ კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სომხეთის საელჩო ავრცელებს.