ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში ბუნდესვერის ლოჯისტიკის სარდლობის ექსპერტები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის სისტემის, ქონების განკარგვის, მონაცემთა ბაზის მართვისა და ლოჯისტიკური ცენტრების ამოცანები გააცნეს.

შეხვედრაზე პოლკოვნიკმა თომას ამესმა ქართულ მხარეს გერმანიის შეიარაღებულ ძალებში არსებული ლოჯისტიკური შესაძლებლობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. ბუნდესვერის ლოჯისტიკის ექსპერტებმა თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის ბაზებზე ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული შეხვედრა გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასთან 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა