პოლონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი აღიარებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული ზომების გამტარებელ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც პოლონეთის სეიმმა დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი „სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს წესდებას და უამრავ სხვა ვალდებულებას, თავს ესხმის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, ომის დანაშაულებებსა და გენოციდს და ჩართულია მტრულ ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.

„რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში მალაიზიის ავიახაზების რეისის (MH17) ჩამოგდებაზე, როდესაც დაიღუპა 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი და ასევე 2010 წლის აპრილში სმოლენსკში პოლონეთის საჰაერო ძალების რეისის ჩამოვარდნაზე, როდესაც ბორტზე მყოფი 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონელი და ნატო-ს სამხედრო მეთაურები და პოლონეთის პარლამენტის წევრები“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ცხოველური და უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. რუსი სამხედროები ახორციელებენ თავდასხმებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი დაიღუპა.

„რუსეთის ფედერაცია და მისი შეიარაღებული სტრუქტურები და ფორმირებები ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მასობრივ სიკვდილით დასჯას და გატაცებას, სექსუალურ ძალადობასა და წამებას, მოსახლეობის მასობრივ დეპორტაციას, უკრაინის მოქალაქეების იძულებით გაწვევას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. რუსეთი არაერთხელ არღვევს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

პოლონელი დეპუტატები მოუწოდებენ მინისტრთა საბჭოს გააგრძელოს და გააფართოვოს ქმედებები, რუსეთისა და პუტინის რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტების დაწესების მიზნით. სეიმი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, შეიმუშავოს მექანიზმი უკრაინისთვის რეპარაციის გადახდისთვის, ასევე კომპენსაციის გადახდისთვის იმ სახელმწიფოებისთვის, ორგანიზაციებისა და პირებისთვის, რომლებმაც ომის გამო ზარალი განიცადეს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა