პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიწვეულ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, შესაძლოა, დახურულ ფორმატში მოუსმინონ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში მიწვეულ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს შესაძლოა, დახურულ ფორმატში მოუსმინონ.

პარლამენტის პლენარული სხდომის დახურვა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მოითხოვა, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს.

სახელმწიფო მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარსადგენად მივიდა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. გაიმართება პოლიტიკური დებატებიც.

„მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა