სოზარ სუბარი - ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს - გადაწყვეტილებები სინამდვილეში სხვაგან მიიღება

ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს - გადაწყვეტილებები სინამდვილეში მიიღება სხვაგან, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით არის საუბარი.

სოზარ სუბარის თქმით, მათ „სურთ ძლიერ ევროკავშირში წევრობა და არა ისეთში, რომელიც არ იციან, ვის დავალებებს ასრულებს“.

„ამ რეზოლუციაზე იმდენი ითქვა, მე არ ვიცი, რის დამატება შეიძლება. რასაც ჩვენ ვხედავთ ყველანი, ეს არის ის, თუ როგორ კარგავს ევროკავშირი სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქ მიიღება სინამდვილეში, სხვაგან მიიღება. ევროპარლამენტში არის ბევრი დეპუტატი, რომელიც უბრალოდ, ხელის აწევით ადასტურებს იმას, რისიც შეუძლებელია მათ სწამდეთ და სჯეროდეთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც ისინი წერენ არის აბსოლუტური ტყუილი, მაგრამ ისინი მაინც აძლევენ ამას ხმას”, -განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ასევე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში სამი დეპუტატის - ანა წითლიძის, დავით კირკიტაძის და აბდულა ისმაილოვის მიერ შიმშილობის დაწყებას და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შიმშილობის შედეგად არ მიიღება.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა, რომელიც ალბათ, გინესის რეკორდებში შევა, როგორც ყველაზე ხანმოკლე. რას იზამენ ჩვენი კოლეგები არ ვიცი, მაგრამ შეუძლებელია შიმშილობით იქნეს მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები“,- განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სუბარის თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პატიმრები უფანჯრო, 2 კვადრატულ საკანში იხდიდნენ სასჯელს და დღეს რა პირობებშიც სააკაშვილია ამაზე აქვს პრეტენზიები.

სუბარი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა დააბრუნონ და კლინიკაში არ უნდა იყოს.

„მეც მაქვს პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან, ეს ადამიანი უნდა დააბრუნონ იქ, სადაც არიან სხვა პატიმრები. გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან საპატიმროში და ეს ადამიანიც უნდა იყოს საპატიმროში, დაემორჩილება ექიმების რჩევებს, მიიღებს საკვებს და იქნება ჯანმრთელი”, - განაცხადა სუბარმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება