აფხაზი ბლოგერი, რომელსაც ბრალი „სახელმწიფოს ღალატისთვის“ წაუყენეს, აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ბუავას თქმით, მან საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღო და იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

„ოფიციალური თბილისი აფხაზ ხალხს თავის თანამოქალაქეებად მიიჩნევს და ეს ეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია შეაგროვოთ ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი“, - აცხადებს ბლოგერი.

დაურ ბუავა გასული წლის შემოდგომიდან თბილისში ცხოვრობს. ის ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

დაურ ბუავას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას საფუძვლად მისი Tiktok-ის ანგარიში დაედო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიაჩნიათ, რომ მისი ვიდეოები მიმართულია „რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების საზიანოდ“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო