ბექა ოდიშარია - მართლაც პარადოქსია, ვინ ვის ესაუბრება ადამიანის მოკვდინებასა და სიკვდილზე

მართლაც პარადოქსია, ვინ ვის ესაუბრება ადამიანის მოკვდინებასა და სიკვდილზე. ეს საზოგადოებისთვის მიმინდვია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ.

როგორც ოდიშარია განმარტავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე „სპეცოპერაცია“ საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს შემდეგ შინაარს: „როგორ ავრიოთ ეს ქვეყანა“, „როგორ მოვიდეთ ხელისუფლებაში“.

"ყოველგვარი სარკაზმის გარეშე მინდა ვთქვა, ნამდვილად მინდოდა გავრკვეულიყავი იმ საკითხებში, რომელიც ვრცელი პრეზენტაციის მიღმაა და საზოგადოებას აქვს კითხვები. რაზე ვსაუბრობთ?! მიუხედავად ჩვენდამი რადიკალურად დაპირისპირებული კოლეგებისა, ჩვენ გვყოფნის პასუხისმგებლობა, ღირსებაც და პატივისცემაც, რომ მათ მიმართ არ ვისროლოთ ისეთი ეპითეტები და შეურაცხყოფები, როგორიც მათ აქ გააკეთეს. მართლაც პარადოქსია, ვინ ვის ესაუბრება ადამიანის მოკვდინებასა და სიკვდილზე. ეს საზოგადოებისთვის მიმინდვია.

მსჯავრდადებული, პატიმარი პაციენტის ირგვლივ მიმდინარე კამპანია, „სპეცოპერაცია“ საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს, თუ „როგორ ავრიოთ ეს ქვეყანა“, „როგორ მოვიდეთ ხელისუფლებაში“, „კლავთ“, „აწამებთ“, „სასტიკად ეპყრობით“. ასე გახლავთ ეს ამ 400-დღიანი ხელოვნური კამპანიის ავტორების გადმოსახედიდან - რას აპროტესტებენ?

კამპანიის ძირითადი სულის ჩამდგმელები, ძირითად ნაწილში ფანჩატურის დაჯგუფება, და გარე სპიკერებში ამ პარტიის ვითომ ყოფილი წევრები, რომლებიც გაეხვივნენ „ენჯეოების“ ქურქებში, მათი ამ ხედვით, მათთვის კომფორტული სიმაღლეებიდან სჯიან პროცესს.

ამ კამპანიის გავლით ცეცხლი აქვთ გახსნილი ჩვენი სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ. ცდილობენ, დააზიანონ. სწორედ ისინი ითხოვდნენ ამ ვიდეო და ფოტო მასალას, ისინი მინისტრს ნიშნის მოგებით ეკითხებოდნენ: „რაა, არ გაქვთ?! გაასაჯაროვეთ“,- აღნიშნავს ოდიშარია.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს