დავით სიხარულიძე „ქართული ოცნების“ ლიდერებზე - მათ აქვთ ანტიდასავლური განწყობა, ეს აშკარაა - პოლიტიკასაც ეტყობა, ქვეყნის განვითარებასაც და ეს ხალხი არის ისე შორს წამსვლელი, სადამდეც გაუშვებს ქართველი ხალხი

მათ აქვთ ანტიდასავლური განწყობა, ეს აშკარაა. პოლიტიკასაც ეტყობა, ქვეყნის განვითარებასაც და ეს ხალხი არის ისე შორს წამსვლელი, სადამდეც გაუშვებს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ევროპარლამენტარების კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

დავით სიხარულიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას მუდმივად შოკებითა და სიძულვილით მართავს.

„ქართული საზოგადოება თუ შესაბამის დასკვნებს არ გამოვიტანთ აქედან, ისინი იქნებიან ბოლომდე წამსვლელი, იქამდე, რომ საქართველოს წაართმევენ იმ შანსს, რომელსაც აძლევს ახლა უკრაინის გმირობა. გაგვეხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა გლობალურად პოლიტიკაში. ასევე გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა, რომ საქართველომ განამტკიცოს თავისი როლი, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებლის, იქნება ეს დაკავშირებული ტრანსპორტთან, ენერგეტიკასთან, თუ კომუნიკაციების გაცვლასთან. ყველა ეს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც დღეს ჩნდება, სწორედ იმის გამო ინგრევა, რომ ეს კლანი ჩაფრენილია ძალაუფლებას.

მუდმივად შოკებითა და სიძულვილით ხდება ქვეყნის მართვა. დააკვირდით, კვირაში რამდენჯერმე სიძულვილის ნაკადი გადმოედინება. ასევე ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკა და ასევე ქვეყნის შიგნით დაყოფის რიტორიკა, რაც ძალიან ცუდად აისახება მთლიანად საქართველოზე. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ქვეყანას დაემართოს, ეს არის პოლარიზაცია, დაპირისპირება, გახლეჩილობა და მუდმივად ჩვენ ვხედავთ თავხედობაში და უზრდელობაში გადასულ განცხადებებს, რომელიც სხვას არაფერს არ ემსახურება, თუ არა გახლეჩილობას. სხვათა შორის, რაც მოხდა სააკაშვილის გარშემო, აი, ამ კადრების გავრცელება, ეს არის სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

დავით სიხარულიძე გადაცემაში პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეოკადრების გავრცელებასაც გამოეხმაურა.

სიხარულიძის თქმით, ნებართვის გარეშე ასეთი კადრების გამოქვეყნების უფლება არავის არ აქვს და ეს აშკარა კანონდარღვევაა.

„ეს არის პაციენტის და პატიმრის უფლებების დარღვევა. ნებართვის გარეშე ასეთი კადრების გამოქვეყნების უფლება არავის არ აქვს და ეს აშკარა კანონდარღვევაა და გარდა ამისა, ეს არის ღირსების შემლახავი ქმედება, რისი უფლებაც არავის არ აქვს. წარმოუდგენელი ამბავია და ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად მოუტრიალდება არა მხოლოდ მათ, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაა ძალიან დამაზიანებელი.

ზოგადად ფუნდამენტური უფლება აქვს ადამიანს, რომ თავის სასამართლოს დაესწროს. ამაზე ფუნდამენტური უფლება სამართალწარმოებაში, ალბათ, არ არსებობს. ტყუილი აყვანილია სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. გვაქვს ინსტიტუტების ნიველირების, პროცესის გაუბრალოების მცდელობა“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა