საგარეო საქმეთა სამინისტროში ღონისძიება სახელწოდებით „ეკონომიკური დიპლომატია-სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობა“ გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, სსიპ „სოფლის განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით, გაიმართა ეკონომიკური დიპლომატიისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის თემაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობები და საგარეო უწყების მიერ ქართული ექსპორტის მხარდაჭერის გზები.

„შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი ექსპორტის ხელშეწყობის ასოციაციების, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი 30-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები.

სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომლის მონაწილეებმაც განიხილეს ქართული მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებები და იმსჯელეს საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიათა წინაშე მდგარ გამოწვევებზე. შეხვედრაზე ასევე შედგა ამ კომპანიების საექსპორტო პროდუქციის პრეზენტაცია“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს