ანონსი  19 დეკემბერი

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თემატური მომხსენებელი, ეკა სეფაშვილი ანგარიშს წარადგენს.

თემა: „მომხმარებლის უფლებების დაცვა, საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი“.

მის: თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი")

19 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

19 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ოფისთან „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით უკრაინაში გასაგზავნი გენერატორების და სხვა ჰუმანიტარულ ტვირთის დატვირთვა მოხდება და გაიგზავნება უკრაინაში.

მის: სადგურის მოედანი 2

19 დეკემბერს, 11:00 საათზე, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება

მის: შევჩენკოს ქ. N1 (სასტუმრო „შოთა რუსთაველი“, პარლამენტის გვერდით)

19 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო - 593 53 45 24

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, "გურმანია რითეილის" პირველი სუპერმარკეტი „გურმანია“ ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები. გაიმართება საქართველოში წარმოებული პროდუქციის დეგუსტაცია.

მის: ორთაჭალა, დიდი ხეივნის N2;

საკონტაქტო პირი ხათუნა კიღურაძე - 599 13 00 07

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

19 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

19 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ტექნოპარკში GITA-ს მხარდაჭერითა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური HR გაციფრულების კვირეულის ოფიციალური დახურვა შედგება, რომელსაც დაესწრება საჯარო და კერძო სექტორის 150-ზე მეტი სტარტაპი, HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია.

მის: ინოვაციების ქ.#7

19 დეკემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) წიგნის „საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია: ქმნადობის მისადგომებთან“ („საქართველოს კონსტიტუციის პროექტები 1993-1995“) და „კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სამართლისმცოდნეები და სტუდენტები.

მის: ჩარგლის ქ.N: 73, მესამე სართული, ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, N: 305 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)

საკონტაქო: ანანო წივწივაძე - 599563455, მედეა წივწივაძე - 577494935

19 დეკემბერს, 17:30 საათზე, „გენდერული თანასწორობის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია" გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მის: ლადო გუდიაშვილის ქუჩა N7

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო