პაატა მანჯგალაძე - ჰააგის გადაწყვეტილებამ „ქართული ოცნების“ 10-წლიანი აღვირახსნილი კამპანია, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თავდაყირა დააყენა

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ „ქართული ოცნების“ 10-წლიანი აღვირახსნილი კამპანია, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თავდაყირა დააყენა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის გადაწყვეტილება არის საქართველოს გამარჯვება და არა რომელიმე პარტიის, ან ჯგუფის.

“ქართული ოცნების" რიტორიკისგან განსხვავებით ეს არის საქართველოს გამარჯვება და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს არანაირი კონვენციური დანაშაული არ ჩაუდენია და საქართველოს არ დაუწყია ომი, რადგან ბრალი წაეყენა რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. თქვენ იცით 10-წლიანი აღვირახსნილი კამპანია "ქართული ოცნების", რომ ომი დაიწყო საქართველომ და ეს განცხადება გაკეთებული აქვს როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე სალომე ზურაბიშვილს. ეს საქართველოს გამარჯვებაა და არც ერთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი პარტიის, ან მხოლოდ ერთი ჯგუფის მიერ. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ომის დანაშაულები, კონვენციის დარღვევა, ეთნოწმენდა ჩაიდინა რუსეთის წაქეზებით და მონაწილეობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა. ჰააგის გადაწყვეტილება არის საქართველოს გამარჯვება და თავდაყირა დააყენა „ქართული ოცნების“ ათწლიანი რიტორიკა, რომ ომი დაიწყო საქართველომ. „ომი დაიწყო საქართველომ“ პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს აძლევდნენ ალიბს, ანუ ე.წ კაზუს ბელს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია