გიორგი კირთაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ სამართალი აღსრულდება - „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ბათუმში ადამიანები კვერცხებით დადიან და ვინც არ მოეწონებათ, ესვრიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძის განცხადებით, მასზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

კირთაძის თქმით, ის გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.

ამასთან, კირთაძის ინფორმაციით, სამართალდამცავებს თავდამსხმელი იდენტიფიცირებული არ ჰყავთ.

როგორც კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სამართალი აღსრულდება.

„ჩემთვის უცნობი ადამიანი კვერცხებით იყო შეიარაღებული და ცდილობდა დამიზნებით სროლას. ყველასთვის ცხადია, რომ ჯიბეში ჩაწყობილი კვერცხებით ადამიანები არ მოძრაობენ, რა თქმა უნდა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. მას ვთხოვდი დაესახელებინა ადამიანი, ვის მიერ იყო გამოგზავნილი. ეს რომ წინასწარ იყო ორგანიზებული, ამას ცხადყოფდნენ მისი თანმხლები პირებიც. იყო ერთი გოგო, რომელიც ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო, რომელიც ხდება ხოლმე სუს-ის ორგანიზებით. ამ ადამიანს აღნიშნულ შემთხვევამდე არასდროს შევხვედრილვარ. უამრავმა ადამიანმა ნახა ამ ბიჭის ფოტო. ის დიდი ალბათობით, არ არის ბათუმელი.

გამოკითხვაზე ვიყავი. სამართალდამცავები სწრაფად გამოცხადდნენ ადგილზე. როგორც მითხრეს, თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ჯერ არ ჰყავთ, არ ჰყავთ დაჭერილი.

ალბათ დაიჭერენ დროებით, შემდეგ მინიმალური გირაოთი ან საერთოდ გირაოს გარეშეც გაათავისუფლებენ. არ მაქვს მოლოდინი, რომ სამართალი ამ ნაწილში აღსრულდება. დიდი ალბათობით, ან იმ შენობაში, სადაც გამოკითხვას ატარებენ, ან სუს-ის შენობაში დაიგეგმა პროვოკაცია. როდესაც ხელმძღვანელი დაგეგმავს პროვოკაციას, გამომძიებელი, ამას როგორ გამოიძიებს?! - „ქართული ოცნება“ იტყვის რომ ბათუმში ადამიანები კვერცხებით დადიან და ვინც არ მოეწონებათ ესვრიან“, - განაცხადა კირთაძემ.

მისი განმარტებით, თავდასხმა უკავშირდება განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებს.

„ეს გააკეთეს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რაც უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ პოზიციებს. ამით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ადამიანებს უთხრას, რომ ქვეყანაში კრიტიკული აზრის გამოთქმა დასჯადია, ამ ფორმით მაინც. ალბათ, მას ჰგონია, რომ ამის გამო ვიღაცები გაჩერდებიან და არ ისაუბრებენ დანაშაულებზე, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან მალე ცუდად დაუბრუნდება ბიძინა ივანიშვილს და მას მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა“, - აღნიშნა კირთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა