ანონსი  21 დეკემბერი

21 დეკემბერს, 10:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმების მნიშვნელობა და დაგეგმილი კვლევა. ანტიმიკრობული საშუალებების შესაძლო შემცველობა კვერცხში, მავნე პროდუქტი და საფრთხეები ჯანმრთელობისთვის.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ.

თემა: „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

პარლამენტი (C კორპუსი, ოთახი 137)

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია ჩატარდება.

სესიის დასრულების შემდეგ, 13:30 საათზე გაიმართება 2022 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზ.37 მ

საკონტაქტო: თეონა ომანაძე - 599 58 00 01

21 დეკემბრს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული).

21 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული).

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გუგა კაკულიების სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

21 დეკემბერს, 14:00 საათზე, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის პროცესს შეაფასებენ.

მის: ჭოველიძის ქ 4ა („ღია საზოგადოების ფონდი“)

21 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული).

21 დეკემბერს, 18:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

21 დეკემბერს, 19:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საპატიო სტუმრების სტატუსით დაესწრებიან, ასევე ღონისძიებას წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელი პირები, ცნობილი ექიმები, ბიზნესსფეროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი