ირაკლი კობახიძე ზელენსკის განცხადებაზე - უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში - მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ

უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც [ზელენსკისაც] აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას.

კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ის ადამიანები აქტიურობენ, ვინც ის საქართველოში ჩამოიყვანა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“,- აღნიშნა კობახიძემ „იმედთან“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

„მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას - აუცილებელია გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის წინ. რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს- გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია