გიორგი ვაშაძე - დღეის იქეთ „ქართული ოცნება“ საქართველოს ომში ჩართვაზე რამეს რომ იტყვის, გთხოვთ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია სახეზე ააფაროთ - საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს!

დღეის იქეთ, „ქართული ოცნება“ საქართველოს ომში ჩართვაზე რამეს რომ იტყვის, გთხოვთ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია სახეზე ააფაროთ - საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

ვაშაძის შეფასებით, ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა კითხვას პასუხი გასცა და ყველა სპეკულაცია დასრულებულია.

„თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი შეტევა ომში ჩართვის თაობაზე უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ოფიციალური წერილით არის დასრულებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, ზელენსკის მსოფლიოს ლიდერები უსმენენ, რომელთა ჩართვა სააკაშვილის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი უფრო და უფრო მაღალ დონეზე ადის. რაკი საჭირო გახდა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საკითხი გადაჭრაში მსოფლიო ლიდერები ჩაერთონ - იქნება ეს ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი თუ ის ადამიანები, რომელთაც „ქართული ოცნება“ უარს ვერ ეტყვის. უარს ვერ ეტყვის არა იმიტომ, რომ სახელმწიფო აინტერესებთ, არამედ უარს იმის გამო ვერ ეტყვის, რომ უარის თქმის პირადად შეეშინდებათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა