ნიკა მელია - თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ეს იქნება დროში გაწელილი, ესეც შეიძლება იყოს საბედისწერო

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში ხელოვნურად გაწელვის განზრახვა ჩანს.

როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებაც კი საბედისწერო იქნება სააკაშვილისთვის, თუ ის დროში გაიწელება.

„ქართული ოცნების" დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან და ზოგადად, ადამიანის სიცოცხლესთან, ცნობილია. ყველა მოქალაქეს, ვინც თავს ობიექტურად მიიჩნევს, სჯეროდა იმ რეალობის, რა რეალობაშიც, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ეს სასამართლო პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩანს განზრახვა პროცესის დროში ხელოვნურად გაწელვისა. თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ეს იქნება დროში გაწელილი, ესეც შეიძლება იყოს საბედისწერო. ტექნიკურად, პროცესების წლის ბოლომდე დასრულდება შესაძლებელია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

გარდა ამისა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი აღნიშნავს, თუ პროცესები უსაშველოდ გაიწელება, პარტია კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„იმ შემთხვევაში თუ დავრწმუნდებით, რომ პროცესები განზრახ უსაშველოდ იწელება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს საგანგებოდ გაუსვა ხაზი.

„უნდა ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. ვგულისხმობ არა სასამართლო ხელისუფლებას, არამედ - პოლიტიკურს. რაც არ უნდა იძახონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრების, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკის სიტყვებს ჩალის ფასი აქვს, რეალობა სულ სხვაგვარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვერ ვიხსენებ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას, კონკრეტული მოთხოვნებით, რომელიც არ შესრულებულა. მას ეს შემთხვევით არ უთქვამს, პირიქით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხეს საგანგებოდ გაუსვა ხაზი. პრეზიდენტი ზელენსკი არ არის ადამიანი, რომელიც, კობახიძეს თუ დავესესხებით, საკუთარ სიტყვებს "ჩალის ფასად აქცევს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია