ირაკლი ღარიბაშვილი - წლის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო წესრიგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის მთავარი მოვლენა, გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი.

როგორც მან „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ, თავდაყირა დააყენა მსოფლიო დღის წესრიგი.

„მთელი წლის განმავლობაში, მთავარი მოვლენა, მთავარი გამოწვევა და პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის იყო უკრაინაში ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც რეალურად თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. მინდა დავეთანხმო ილია დარჩიაშვილს, ჩვენი საელჩო და ჩვენი ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე არ ტოვებდნენ კიევს, მაშინ, როცა სხვა ქვეყნის საელჩოები ტოვებდნენ კიევს. ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულდება დაკისრებულ მოვალეობას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოსა და ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან აღნიშნული ომი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება, ეს არის ჩვენი სურვილი. მინდა უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს ვუსურვო ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მათი სუვერენიტეტის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და ხალხს. ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე, მხარი დავუჭირეთ ხმამაღლა უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი