პრემიერი - ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს - ჩვენი მთავარი ვალდებულება, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაა

ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა ომშია, ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადების გაკეთება არ გვსურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ხელისუფლების ვალდებულება ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

„ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა ომშია, ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადების გაკეთება არ გვსურს. ჩვენი მთავარი ამოცანა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა. არაერთხელ მითქვამს და ეს ჩვენი პოლიტიკით და ქმედებებითაც დავადასტურეთ, რომ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ვალდებულება, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაა. ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი, ელჩების როლი განსაკუთრებულია, რათა დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი სწორად მივიტანოთ, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მოედინება. კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები სჭირდება“,- განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი