„რეფორმების ჯგუფმა“ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისია დაარეგისტრირა

„რეფორმების ჯგუფმა” სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია დაარეგისტრირა.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანის არსებობა, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები.

“დღეს არსებული მდგომარეობით სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა ძალიან მაღალია, სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები იდენტიფიცირებულია არაერთი პოლიტიკური მოძრაობისა თუ ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება კიდევ ერთხელ და სიღრმისეულად გავეცნოთ სისტემაში არსებულ პრობლემებს და ნათლად, თანმიმვდევრულად დავანახოთ საზოგადოებას სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ჯაჭვი, ვინაიდან, სწორედ ეს იწვევს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების უნდობლობას”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პარტიის ცნობით, დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელო იურისტების ჯგუფმა.

საგამოძიებო კომისიის რეგისტრირებით “რეფორმების ჯგუფი“ ეხმიანება 12 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია