მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების კვირეული 20 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 30 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებით დასრულდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 30 დეკემბერს, მარნეული, მერიის მიმდებარედ რუსთაველის ქუჩაზე, სტუმრებს საბავშვო-გასართობი ღონისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 14:00 საათიდან უმასპინძლებს.
„საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების და საახალწლო ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა; პატარებისთვის ღია სივრცეში გაიმართება მოსიარულე ორკესტრის შოუ, ბავშვები შეხვედებიან თოვლის ბაბუას.
კონცერტზე იმღერებენ ქუჩის მუსიკოსები და რეზო და ბავშვები. საზეიმო გალა კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულოდ მორთული მარნეული, წელს განსაკუთრებით ლამაზია. საახალწლო ილუმინაციებით განათებულია ცენტრალური ქუჩები, სკვერები და მოედნები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"