ანონსი  27 დეკემბერი

27 დეკემბერს, 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლები, თბილისის მუნიცილიტეტის მიერ განხორციელებულ „არაკეთილსინდისიერ და სავარაუდო კორუფციულ“ ფაქტს გაასაჯაროებენ.

თემა: ქაოტური განაშენიანება და კორუფცია.

მის: წულუკიძის N15

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი პროდუქტის - „ტურიზმის სტატისტიკის პორტალის“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: თავისუფლების მოედანი #4, (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“)

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის (ტირაჟი: 350.010 ცალი) და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის (ტირაჟი: 20.000 ცალი) პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის 220-ე საჯარო სკოლაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „შენმოქმედი“, კომპანია „ბარამბოსა“ და გამომცემლობა „პალიტრა-L”-თან ერთად 220 ქართველი და უკრაინელი ბავშვისთვის საახალწლო ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებას დაესწრება საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი.

მის: 220-ე საჯარო სკოლა, ცხრა ძმის ქ.N58

საკონტაქტო: პაატა ყვავაძე - 555 44 70 51

27 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი 1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

27 დეკემბერს, 15:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი და 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 დეკემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა