თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, ხმაური იყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, ხმაური იყო.

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, არჩევნებისადმი პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში, საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებასა და დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

„თსუ-ის დაცვის სამსახურის უფროსმა, გიორგი გორაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტებს.

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ვცდილობდით საარჩევნო ოთახის, 107-ე აუდიტორიის კარის გადაკეტვას, სადაც აპირებენ ხვალ არადემოკრატიული წესით აირჩიონ რექტორი. ვცდილობდით მაგიდები და სკამები დაგვედგა გარშემო. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი გორაშვილი, რომელმაც ჯერ ფიზიკურად იძალადა სტუდენტზე შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ცნობისთვის: ხვალ რექტორის არჩევნებია უნივერსიტეტში, რომელიც არადემოკრატიული წესით ტარდება. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა.

ვითხოვთ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული. რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო ელიტა და არა აკადემიური სივრცე! ეს უნდა შეიცვალოს! შემოგვიერთდით!“,- წერს სტუდენტური მოძრაობა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა