„ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე, ამავე კლინიკის ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

„ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე, ამავე კლინიკის ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ექიმიც.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვიოლეტა ინასარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის 5 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი სავარაუდოდ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ დაეთანხმება.

ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს