ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმი - ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის შემდეგ გავედი, მშვენივრად იყო - არავის დაურეკავს ჩემთან, მოდი, ცუდად გახდაო

„ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ბრალდებული ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ბრალს არ აღიარებს.

როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, კლინიკა მას შემდეგ დატოვა, რაც ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთი გავიდა.

„30 წუთის შემდეგ გავედი, მშვენივრად იყო, ემზადებოდა რეგისტრატორად გადამზადებაზე და გოგოებთან ერთად საუბრობდა. არავის დაურეკავს ჩემთან, მოდი ცუდად გახდაო, იქ იყო ექიმი. მე პარკინგზე გავდიოდი, სხვა რეანიმატოლოგთან ერთად მივდიოდი კონფერენციაზე. პაციენტი რომ ვნახე, სიწითლე არ ჰქონდა.

თავის პირით მითხრა, აღარაფერი მინდა, კარგად ვარ ვიოლა ექიმოო",- განაცხადა ინასარიძემ.

ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო