ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე 30-31 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მიმდინარე წლის 30 დეკემბრის 08:00 საათიდან 31 დეკემბრის 17:00 საათამდე ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ქალაქ ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.

უწყების განმარტებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება