მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოზე პროცესის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.

„მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის მიმართ შედგენილი იქნა საერთაშორისო სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია ტერმინოლოგია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეიძლება მოჰყვეს მისი გარდაცვალება. ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ ყოველდღიურად გამოიყოს გარკვეული დრო. ჩვენი თხოვნა არის, რომ რამდენიმე პროცესში შევძლოთ ამ საქმის დამთავრება, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და უარესდება“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს