შალვა ხაჭაპურიძე - სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით, რომ სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში

სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექიმმა, თამარ აბაშიძემ თქვა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია. „ვივამედმა“ მისი მკურნალობის ყველანაირი რესურსი ამოწურა და ვერანაირ შედეგს ვერ იღებენ. მძიმე პატიმარია და ფაქტობრივად, თქვა, რომ თუ არ გადაიყვანთ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მიიღეს, რასაც ამბობდნენ, კერძოდ ის, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

„დღეს სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექიმმა, თამარ აბაშიძემ თქვა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, „ვივამედმა“ მისი მკურნალობის ყველანაირი რესურსი ამოწურა და ვერანაირ შედეგს ვერ იღებენ. მძიმე პატიმარია და ფაქტობრივად, თქვა, რომ თუ არ გადაიყვანთ, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებაო.

„ვივამედის“ ექიმმა მიიტანა ეჭვი ტოქსიკოლოგიაზე, რის შემდეგაც ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, ამოვიდა ნივთიერებები, ამის შემდეგ ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, უნდა მიექციათ, ვინაიდან, სიმპტომატიკა არსებობდა. ჩვენს მიერ 5 თვის გასვლის შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზა ამერიკაში, სადაც დადასტურდა იმაზე დიდი ოდენობები, ვიდრე პირველი კვლევის დროს იყო ამოღებული. სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით და ვაცხადებდით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში და შეტანილი გვაქვს საჩივარი იმ პიროვნებაზე, ვინც სასამართლო დარბაზში ზის, ურთქმელიძე - ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი