სერგეი შამბა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ეს ხომ არარეალურია, ცარიელი სიტყვებია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველოს შესთავაზა, რეპარაციის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ამის შესახებ მან რუსულ gazeta.ru-ს განუცხადა.

ამით ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის განახორციელოს ინვესტიცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემთხვევაში.

„ეს ხომ არარეალურია. ეს ცარიელი სიტყვებია. რასაც ისინი გვთავაზობენ, შეიძლებოდა ყოფილიყო ომის შემდეგ, როდესაც მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების გადახდა იყო საჭირო - ეს თანხა ზუსტად ჯდება ამ ციფრებში. ეს თანხები მოხმარდებოდა ომის დროს მათ მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“ , - განაცხადა შამბამ.

ის ასევე მიიჩნევს, რომ აფხაზურ საზოგადოებასთან შესარიგებლად საქართველომ მტრულ ქმედებებზე უარი უნდა თქვას.

შამბას თქმით, რესპუბლიკების განვითარებაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადების მზადყოფნის შესახებ ასეთი განცხადებებით, თბილისი მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების სიამოვნებას ცდილობს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლებელია პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

„აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო“, - განაცხადა პრემიერმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება