ლევან დავითაშვილი - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა, თუმცა დარჩა 60 ათასამდე - დიდი ნაწილი თურქეთსა და სომხეთში გადაადგილდა, ასე რომ, ტალღა, რომელიც გვახსოვს, დასტაბილურდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა, საიდანაც 60 ათასამდე დარჩა, ნაწილი კი საქართველოს გავლით თურქეთსა და სომხეთში გადაადგილდა.

ამის შესახებ დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა, თუმცა აქედან დარჩა დაახლოებით 60 ათასამდე ადამიანი. ძალიან დიდი ნაწილი მათგან, ვინც საქართველოში შემოვიდა, ძირითადად გადაადგილდა თურქეთში ან სომხეთში. საქართველო, ამ შემთხვევაში, ტრანზიტად იყო გამოყენებული. ასე რომ, ტალღა, რომელიც გვახსოვს და განსაკუთრებით ერთ კონკრეტულ პერიოდში იყო გაზრდილი საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, დასტაბილურდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია