მარნეულის სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე, ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

უწყების ცნობით, ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

„სტუმრებისთვის ყველაზე საინტერესო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაცნობა აღმოჩნდა. მათ საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ასევე, სხვა სახის ტექნიკისა და შეიარაღების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღეს. დღის ბოლოს მოსწავლეებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ბაზებზე ღია კარის დღეები რეგულარულად იმართება. დმანისის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეების ვიზიტი კი პირველად მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ ფარგლებში გაიმართა. მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები უტარებენ. ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები სამხედრო ბაზებს ეტაპობრივად ესტუმრებიან,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო