გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის სიტყვები „არა და არასოდეს“ მხოლოდ მისი სუბიექტური პოზიციის გამოხატულება არ იყო - მას ეს სიტყვები მხოლოდ პირადი წყენის გამო არ უთქვამს!

სალომე ზურაბიშვილის სიტყვები „არა და არასოდეს“ მხოლოდ მისი სუბიექტური პოზიციის გამოხატულება არ იყო - მას ეს სიტყვები მხოლოდ პირადი წყენის გამო არ უთქვამს! - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა “ხალხის ძალიდან“ გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საწინააღმდეგოდ მის ადმინისტრაციასთან გამართული აქცია შეიძლება იმის საშუალებად გამოიყენოს, რომ ამ თემაზე უცხოეთიდან მასზე განხორციელებული ბულინგი შემცირდეს. მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ პრეზიდენტთან პირობითად 2 000 ადამიანი მივიდა, შემდგომ მათი რაოდენობა გაასმაგდება.

„როცა ზურაბიშვილმა თქვა „არა და არასოდეს“, ის წარსული ცუდი პერიოდი გაანალიზა, რამაც სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, სადამდეც მიიყვანა და შემდგომ ხალხმა სააკაშვილის ხელისუფლება გაუშვა - სწორედ ეს გაითვალისწინა ზურაბიშვილმა და ამიტომ თქვა სიტყვები: - „არა და არასოდეს“! ვხედავთ, რომ უცხოეთიდან არის არა მხოლოდ კულუარული, არამედ საჯარო პირდაპირი ბულინგი იმ ადამიანის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელზეც განაჩენი ქართულ და საერთაშორისო სასამართლოს აქვს გამოტანილი. მჯერა, რომ პრეზიდენტი შეეცდება საკუთარი პრინციპულობა შეინარჩუნოს - როცა საჯარო დონეზე პრეზიდენტზე ასეთი ზეწოლა ხორციელდება, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება კულუარებში.

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თხოვნა და მოთხოვნაა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა აღსრულდეს ყველასთვის - მათ შორის იმ ოჯახებისთვის, ვისაც ზიანი მიადგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის