ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მას სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს, ამას გავივლით. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებზე შევჯერდებით. ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. იქ არიან ამერიკელი, ინგლისელი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტები. ეს ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები გვაქვს გასავლელი. გარდა ამისა, ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დარჩენილი არიან მნიშვნელოვანი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ისინი გააჟღერებენ, შემდეგ დიაგნოზებს იტყვიან, უნდა დაასაბუთონ რა კვლევებით, რა მსჯელობით, რა სამეცნიერო მეთოდიკით მივიდნენ ამ დიაგნოზამდე. შევუთანხმებ ასევე მიხეილ სააკაშვილს, მოვითხოვთ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს