შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს

მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედთან" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მან მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია გამოითხოვა.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ყველა სასამართლო პროცესს დაესწროს.

"განვიხილეთ მისი პროცესებზე გამოცხადების საკითხი. მას სურვილი აქვს, რომ ყველა პროცესს დაესწროს. ასევე მთხოვა, რომ დავაყენო შუამდგომლობა, ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს მოსამართლემ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ადამიანური რესურსი აღარაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ავადმყოფობის ისტორია გამოვითხოვეთ, იმედია ხვალ ან ზეგ მოგვაწოდებენ. მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წინასასამართლო განწყობა გვაქვს, რომ ყოველდღიურად მოხდეს [განხილვა] და დილიდან გვიანობამდე გაიმართოს სასამართლო პროცესები," - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო