მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ის დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას მიმართავს თხოვნით, რომ ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თანამდებობას ჩამოშორდნენ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

„ტოქსიკოლოგმა და ექიმმა დევიდ სმიტმა, რომელიც დაიკითხა სასამართლო პროცესზე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა. ასევე, ამერიკელმა ფსიქიატრმა, ერიკ გოლდსმიტმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მარიამ ჯიშკარიანის საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მთელი დარღვევები იყო, ის ხშირად სიტყვა წამებას ახსენებს. ყველა დაკითხულმა პირმა განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ადგილი პენიტენციურ დაწესებულებებში ჰქონდა.

მაღალჩინოსნები, რომლებიც იმ პერიოდში მუშაობდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში და მალხაზ ურთქმელიძე, რომელიც ხელმძღვანელობს სამედიცინო დეპარტამენტს, შესაძლოა, ამ დანაშაულებში იყვნენ მონაწილეები. ამიტომ, ვიდრე ეს გამოძიება არ დამთავრდება, არ გამოიკვეთება დანაშაულის ჩამდენი პირები, მანამ ყველა მაღალჩინოსანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან შეხება ჰქონდა, თავიანთ თანამდებობას უნდა ჩამოსცილდნენ.

მე მინდა შევახსენო ყველას, მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო წამების მუხლს არ აქვს ხანდაზმულობა. მთავრობა წავა, ხალხი დარჩება და ყველას პასუხისმგებლობა მოუწევთ. ამიტომ, ეს რომ ასე არ მოხდეს, ამ კუთხით გამოძიება აქტიურად უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ასევე, დღეს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ჩანაწერებს გამოითხოვს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო