ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გია გაჩეჩილაძის სიძე მივიდა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე მივიდა. ის უწყებაში ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილთან ერთად გამოცხადდა.

გიორგი შარაშიძემ სამართალდამცავებს ჩვენება შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების ფაქტზე უნდა მისცეს, რომელიც 2023 წლის 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.

შარაშიძემ სამმართველოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც პოლიციის შენობიდან გამოვა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს