გიული ალასანია - გონების დაკარგვის შემდეგ, ძალიან გაუჭირდათ მიხეილ სააკაშვილის მოსულიერება - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალასანიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კლინიკა „ვივამედში“ გონება დაკარგა და ეს იყო უკვე გონების დაკარგვის მეორე შემთხვევა. მისივე თქმით, მესამე შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს, რაც შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

ალასანიას განცხადებით, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ, რაშიც დამნაშავე ისტებლიშმენტი იქნება.

„ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა მაქვს. დღეს, „ვივამედის“ კლინიკაში ჩემმა შვილმა, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ეს იყო გონების დაკარგვის მეორე შემთხვევა გლდანის ციხის მერე. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარა ეპიზოდი, მაგრამ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. ბადრაგები ჩაერთნენ. იატაკზე იყო დაგდებული და აიყვანეს. სათანადო ღონისძიება ჩაუტარდა და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს და ფატალურად დამთავრდეს. ძალიან მძიმე რეალობა გვაქვს.

ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, არ იქნება სახელმწიფო. არ არის ის, რომ წელში გადატყდება დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობაც აქ ნაკლებად ესმით, განსაკუთრებით ეს არ ესმის ისტებლიშმენტს, რომელიც დღეს ჩემს შვილს კლავს. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა. საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე. უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე. უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენ გასაჭირს.

გუშინ, მსოფლიო მასშტაბის აქცია ჩატარდა, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არამარტო ქართველები იყვნენ, იყვნენ უკრაინელები, პოლონელები და სხვები, მათ შორის, პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადაყვანას და შველას. ჩვენი ქვეყნიდან არანაირი რეაქცია არ არის. ვისკენ გავიშვირო ხელი? ვინ არის დამნაშავე? ისტებლიშმენტი მთლიანად. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა