რუსთავში ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფოიერვერკით დასრულდა

რუსთავში ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

რუსთავში, მთავარ ნაძვის ხესთან, საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

რუსთავის მერიის ცნობით, საშობაო სოფელში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“, ფარგლებში მოეწყო, პატარებს სანტა კლაუსმა და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს, ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა საზეიმო მსვლელობა, ასევე ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

საზეიმო კონცერტში ჯგუფმა ,,რეგიონმა“ და ანსამბლმა ,,ქართულმა ხმებმა“ მიიღეს მონაწილეობა. საღამოს დუტა სხირტლაძე უძღვებოდა.

,,გილოცავთ ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემობრძანებას, რომელიც დღეს ღამით გვეწვევა. ყველა სურვილის ასრულებას ვუსურვებ მთელ დედამიწას და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას. სახლში დაკვრა სულ სხვა ემოციაა, ერთად ვართ დღეს და ამ ერთობით ვხვდებით ქრისტესშობას “, - განაცხადა ჯგუფ ,,რეგიონის“ სოლისტმა ლაშა ნოზაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით გამართული ღონისძიება - ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა და დღეს რუსთავში დასრულდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია