თბილისში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლულია პოლიციელი

არსებული ინფორმაციით, თბილისში პოლიციელი მოკლეს. არსებული ცნობით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მკვლელობის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა