ამერიკელი ნევროლოგი - სააკაშვილის დაავადებები სიკვდილის საშიშროებას ქმნის და განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა კრუნჩხვებს - სახეზეა სწრაფად დამძიმებადი დემენცია, რაც ისეთი აქტივობების დარღვევას გულისხმობს, როგორიცაა საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება

მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით, მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვებს და კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია, მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე თუ არ არის ის სწორად ნამკურნალები,- ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა და ნევროლოგმა შახინ ემანუელ ლაჰანიმ საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით გამოკითხვისას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ის, როგორც ნევროპათოლოგი, მიიჩნევს, რომ სერიოზული დაავადებები, რომლებიც სააკაშვილს აღენიშნება, არის ხელისშემშლელი ფაქტორები სასჯელის მოხდისთვის.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია, მათ შორის, ეს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია, კრუნჩხვები, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას. ასევე, ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში, მალთაშუა დისკების მხრიდან ზურგის ტვინზე ზეწოლა, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას, მას აღენიშნება ტრანზიტული გარდამავალი დაკარგვა გონების და კრუნჩხვები. მას აქვს ტემპერატურისა და წნევის სწრაფი ცვლილება და კუნთების მნიშვნელოვანი განლევა. ეს არის სია მისი ყველა სერიოზული დაავადების.

როგორც ნევროპათოლოგი, ვთვლი, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორები სასჯელის მოხდისთვის“,- განაცხადა ექსპერტმა.

ნევროლოგის თქმით, „სააკაშვილის დემენცია სწრაფად მძიმდება“. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ეს იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიც არის საკუთარი თავის მოვლა და შხაპის მიღება.

„ციხეში მოთავსებამდე, ნევროლოგიურად ის იყო ჯანმრთელი, მას ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა სათანადო დონეზე და შეეძლო თავისუფლად და სრულყოფილად ადამიანებთან ურთიერთობა. სახეზე იყო მისი შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება დაპატიმრების შემდეგ, რაც მე ვნახე როგორც დოკუმენტებით, ასევე გამოვავლინე ჩემ მიერ მისი გასინჯვის დროს.

მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვებს და კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე თუ არ არის ნამკურნალები სწორად.

ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, რომ კრუნჩხვითი შეტევები, თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება განვითარდეს უცაბედ სიკვდილში და გამომდინარე ჩემი გასინჯვის შედეგებიდან, ეს საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება.

რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ეს არის სწრაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიც არის საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება და ა.შ. რამდენადაც მე დავადგინე და ვნახე ბოლო 8 თვის განმავლობაში, დემენციასთან დაკავშირებით არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება და გამომდინარე იქიდან, რომ ის არ გადის სწორ მკურნალობას, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ის ამ პირობებში გამოჯანმრთელდეს“, - განაცხადა ექსპერტმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს