ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რა პრინციპით მოხდება სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა პრინციპით მოხდება სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება.

როგორც მინისტრი აცხადებს, იმ ოჯახებს, რომლებსაც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 1 კვტ/ საათზე დაახლოებით 12 თეთრამდე მოხდება.

„სოციალური მიმართულებით ყველა ის ვალდებულება, რაც ქვეყანას აღებული აქვს გაგრძელდება 2023 წელსაც.

ეს პროგრამები, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას, მოქმედებს შემდეგი პრინციპით: იმ ოჯახებს, რომლებსაც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 1 კვტ/საათზე დაახლოებით 12 თეთრამდე მოხდება, ხოლო 70-150 ქულის მქონე ოჯახებში ეს მოხდება დაახლოებით 3.5 თეთრით. ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა“,- აღნიშნავს მინისტრი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა