მალხაზ ურთმელიძე - მიხეილ სააკაშვილი დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს - ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?

დახურული კონტეინერით ზღვების გადალახვა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, შეიძლება იყოს თუ არა სტრესი? - ამ კითხვით მიმართა პენიტენციური დეპარტამენტის იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა ამერიკელ ექსპერტს, ნევროლოგს შახინ ემანუელ ლაჰანის, რომელიც მოწმის სახით ვიდეოჩართვის საშუალებით საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე იკითხება.

როგორც ექსპერტმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არის სტრესი, მაგრამ ყველა სტრესი არ არის ტრავმული.

ამასთან, ნევროლოგმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ფსიქოლოგიური ტრავმები საქართველოში დაკავების შემდეგ მიიღო.

„ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმები იყო მისი ციხეში ყოფნის დაწყებიდან, განსაკუთრებით, როცა ის კისრით ათრიეს იატაკზე. ძირითადი ტრავმა, რომელიც ამ კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობისთვის არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომელიც მან ციხის პირობებში მიიღო. როდესაც ის შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“,- განაცხადა ექსპერტმა.

ამასთან, ნიკა აბრამიშვილი დაინტერესდა, არის თუ არა „კისრით იატაკზე თრევა“ ექსპერტის სუბიექტური შეფასება, თუ ის რამე მტკიცებულებებს ეყრდნობა: „თუ საუბრობთ დაკავებაზე და აქედან გამოწვეულ ტრავმაზე, ყველას გვაქვს ნანახი თუ რა მეთოდებით დააკავეს მსჯავრდებული უკრაინაში, არ შეიძლება, რომ ეს იყოს ტრავმის გამომწვევი? თუ რას ეყრდნობით, როცა საუბრობთ, რომ ქართულ პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ მიიღო მან ტრავმები?“

აღნიშნულ კითხვაზე შახინ ემანუელ ლაჰანი განაცხადა, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მას ვიდეომტკიცებულებებიც გადაეცა.

კითხვების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ექსპერტისკენ მიემართებოდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.

„ფსიქოტროპულ პრეპარატებს რომ იღებდა, ეს ითვლება, რომ არის ჯანმრთელი ? დეპრესიის დიაგნოზი აქვს გამოტანილი, იღებს წამლებს და არის ჯანმრთელი ?“- ჰკითხა ექსპერტს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთმელიძემ, რაზეც მან პასუხად მიიღო, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დეპრესია, მაგრამ თუ ის დაკორექტირებას ექვემდებარება, ის შეიძლება ითვლებოდეს ჯანმრთელად.

„თუ დეპრესია იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიც არის თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ ის შეგვიძლია განვიხილოთ ჯანმრთელად.

ადამიანს, რომელსაც აქვს დეპრესია შეიძლება ძალიან ჯანმრთელიც იყოს“,- განაცხადა ექსპერტმა.

ურთმელიძის კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, იცოდა თუ არა ნევროლოგმა, რომ სააკაშვილი დეპრესიას ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებითაც ებრძოდა ?

„მიუხედავად ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისა შფოთვითი დეპრესიის გამო, სააკაშვილის სიტყვებით, მაინც ვერ ხდებოდა შფოთვის მოხსნა და ის დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ კონიაკს, 2 ბოთლამდე, ეს თუ იცოდით, ან ეს ჩანაწერი სად არის თუ იცით? კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია?“,- განაცხადა ურთმელიძემ.

ექსპერტის თქმით, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღება სამედიცინო თვალსაზრისით ნორმალური არ არის.

„ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ისეთი ნივთიერებების მოხმარებაში, როგორიც არის ალკოჰოლი, განსაკუთრებით ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს მოხმარება არ ყოფილა ნორმის მიღმა და შესაბამისად, მე ეს არ ჩავთვალე მნიშვნელოვან ფაქტად, რომ მეხსენებინა ჩემს დასკვნაში. სამედიცინო თვალსაზრისით ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, არ არის ნორმალური“,- განაცხადა ნევროლოგმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს