მოსკოვის მახლობლად, რესტორან „თბილისოში“ მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

მოსკოვის მახლობლად, რესტორან „თბილისოში“ მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსს“ მოკლული, 51 წლის ქართველი მამაკაცის ახლობელი ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და ქართველ მამაკაცს, სოსო ბერაიას უთანხმოება აქამდეც ჰქონდათ.

„სოსო წლების განმავლობაში შეფ მზარეულად რესტორან „თბილისოში“ მუშაობდა. მკვლელიც მისივე თანამშრომელია. უთანხმოება აქამდეც ჰქონიათ. როგორც ვიცით, ქალი რესტორანში იპარავდა ნივთებს. როცა სოსო კითხულობდა თუ რატომ იკარგებოდა ახალშემოტანილი ჭურჭელი, ძირითადად ის ქალი უპირისპირდებოდა. სულ ჩხუბი და კამათი ამის გამო ჰქონიათ. ბოლო კამათი ამ ტრაგედიით დასრულდა. როგორც მაქვს ინფორმაცია, სოსოც გაწეულა მკვლელისკენ და ალბათ, მან თავდაცვის მიზნით დაარტყა დანა, არც ვიცი რა ვთქვა. სულ სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, ორი გულ-მკერდის არეში და ერთი კისრის არეში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. სოსო ადგილზე გარდაცვლილა. უცნაურია, რომ მათ დაპირისპირებაში არცერთი თანამშრომელი არ ჩარეულა. სამი ადამიანი უყურებდა ამ ყველაფერს და არცერთს არ გასჩენია სურვილი, რომ გამოეყვანათ და დაემშვიდებინათ სოსო, რათა ეს ყველაფერი ამ შედეგით არ დასრულებულიყო", - განაცხადა მოკლული მამაკაცის ახლობელმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის მახლობლად რესტორან „თბილისოში“ ამავე რესტორნის შეფ მზარეული, საქართველოს მოქალაქე მისივე თანამშრომელმა ქალმა ცივი იარაღით მოკლა. მოკლული მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ახლობლების ინფორმაციით, მას მშობლიურ სახლში ორ დღეში ჩამოასვენებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო