შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 14 იანვრამდე აქვს დრო, რომ ადვოკატებს სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნის ვიდეო მასალები გადასცეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინების თანახმად სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 14 იანვრამდე აქვს დრო, რომ ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნის ვიდეო მასალები გადასცეს.

მისი განმარტებით, თუ სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეო კადრებს არ გადასცემს, ის 15 იანვარს მოსამართლის გადაწყვეტილების არ აღსრულებაზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისთვის მიმართავს.

როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს კვლავ მაღალი ტემპერატურა აქვს.

„ტემპერატურა მაღალი, სიმპტომები დემენციის, სიმპტომები კახექსიის და ის დაავადებები, რაც აქვს, რომელიც დღითიდღე უძლიერდება და უძლიერდება.

გარკვეული გართულებები დემენციის და კახექსიის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთილია. ექიმებთან კომუნიკაცია მქონდა და მათგან მოვისმინე ეს ყველაფერი. ექიმებმა და მედ-პერსონალმა გუშინდელ სასამართლო პროცესს მოუსმინეს და იმ სიმპტომებს დაეთანხმნენ, რომელიც ექსპერტმა შაჰინ ლახანმა თავის ჩვენებაში გააჟღერა.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ხელისუფლებას, 14-ში გადის ვადა კადრების გადმოცემის შესახებ. 14-ში არ გვექნება კადრები და 15-ში უკვე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავთ დაიწყოს გამოძიება მოსამართლის გადაწყვეტილების არ აღსრულებაზე“,-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო