პროკურორი - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გიორგი მღებრიშვილმა მეგობრების მიმართ გასაკიცხი დანაშაული ჩაიდინა - მისი პიროვნებიდან და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული

დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ჯემალ ლომსაძის განცხადებით, სიმთვრალეში მყოფმა გიორგი მღებრიშვილმა მეგობრებისა და მისი ყოფილი თანამშრომლების მიმართ გასაკიცხი დანაშაული ჩაიდინა.

პროკურორი დანაშაულის სიმძიმიდან და დაკავებულის პიროვნებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„გიორგი მღებრიშვილმა უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც უკანონოდ ატარებდა. ალექსანდრე შეყელაძე, დავით ლობჟანიძე და გიორგი მღებრიშვილი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ. მღებრიშვილმა შეყელაძეს ფეხში, წვივის არეში მიაყენა ჭრილობა. დავით ლობჟანიძე შეეცადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინა, თუმცა, მღებრიშვილი მას იარაღის მუქარით აიძულებდა დახმარება არ გამოეძახებინა და აიძულებდა, მისი იარაღი მაგიდაზე დაედო. მღებრიშვილი უკვე ორი იარაღით დაემუქრა ლობჟანიძეს სიცოცხლის მოსპობით. მღებრიშვილმა შეყილაძის მიმართ ახლო მანძილიდან არაერთი გასროლა განახორციელა, მათ შორის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე, ფაქტობრივი გარემოებები არსებობს. დანაშაულის ხასიათიდან და დაკავებულის პიროვნებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. სიმთვრალეში მყოფმა გასაკიცხი დანაშაული ჩაიდინა მეგობრებისა და მისი ყოფილი თანამშრომლების მიმართ",- განაცხადა ლომსაძემ.

გიორგი მღებრიშვილის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ბრალდების მხარეს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის უშუალო თხოვნით აჟღერებს პოზიციას, რომ ის რაიმე სახის შეღავათს არ ითხოვს და გადაწყვეტილებას სრულად სასამართლოს მიანდობს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მღებრიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გიორგი მღებრიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით, 01:00 საათზე, თბილისში,

მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გიორგი მღებრიშვილმა ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ალექსანდრე შეყელაძეს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ალექსანდრე შეყელაძეს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო