თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის მკვლელობის საქმეზე შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, დაცვა კი, აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა.

დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის უშუალო თხოვნით აჟღერებს პოზიციას, რომ ის რაიმე სახის შეღავათს არ ითხოვს და გადაწყვეტილებას სრულად სასამართლოს მიანდობს.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებული მღებრიშვილიც. მისი განმარტებით, მას დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გიორგი მღებრიშვილს

ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გიორგი მღებრიშვილმა ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ალექსანდრე შეყელაძეს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ალექსანდრე შეყელაძეს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო