თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული - გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა - ეს დანაშაული განზრახ არ ჩამიდენია

დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა.

„წლები და მუხლები ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რამე შეღავათი მქონდეს. პირიქით, გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა, მაგრამ განზრახ ეს დანაშაული არ ჩამიდენია",- განაცხადა მღებრიშვილმა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მეგობრის, დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო